სემინარის მიზანი და ამოცანაა გააშუქოს აჭარის როლი და მნიშვნელობა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის წარმოშობისა და განვითარების ისტორიაში. ამ მიზნით შესაბამისი საილუსტრაციო მასალების საფუძველზე დახასიათებული იქნება აჭარის მთისა და ბარის ზონაში გავრცელებული ქვაში ნაკვეთი და ქვითკირით ნაშენი საწნახელები, დახურული და ღია ტიპის მარნები, მიწაში დამარხული ქვევრები და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციები, ვენახის ადგილობრივი ძირძველი და შემოტანილი ჯიშები.
მევენახეობა-მეღვინეობის საკითხები განხილული და შეფასებული იქნება ისტორიული განვითარების ჭრილში (უძველესი დროიდან ოსმალთა ბატონობამდე, ოსმალთა ბატონობის პერიოდში და ამ ბატონობისაგან აჭარის განთავისუფლების შემდგომ პერიოდში დღევანდელობის ჩათვლით.
უკან |