დღეისათვის, მიკოტოქსიგენური სოკოები (Aspergillus, Alternaria, Claviceps, Fusarium, Penicillium და Stachybotrys) და მათ მიერ პროდუცირებული მიკოტოქსინები სოფლის მეურნეობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მნიშვნელოვან პრობლემას (ბიოლოგიურ საფრთხეებს) წარმოადგენენ. მიკოტოქსიგენური სოკოები ვითარდებიან არა მარტო სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების მომწიფებისას, არამედ მოსავლის აღების, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების, არასწორი შენახვისა და ტრანსპორტირების დროს. ისინი იწვევენ სხვადასხვა სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გაფუჭებას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკონომიკაზე და ამავდროულად, მათ მიერ პროდუცირებული მეორადი მეტაბოლიტები – მიკოტოქსინები წარმოადგენენ ადამიანთა და ცხოველთა დაავადებათა მიზეზის გამომწვევებს მათი კანცეროგენული და მუტაგენური თვისებების გამო. გარდა ამისა, აქვეითებენ ორგანიზმის იმუნიტეტს, აზიანებენ თირკმელებს, ღვიძლს, ნერვულ, სისხლის მიმოქცევისა და საჭმლის მომნელებელ სისტემებს, იწვევენ ასევე სისხლის დაავადებებს, სეპტიურ ანგინას, არღვევენ ორგანიზმში მიმდინარე ნორმალურ ჰორმონოპოეზს და აქვეითებენ გამრავლების ფუნქციასაც .
დღეისათვის, 350-მდე სხვადასხვა სახეობის მიკროსკოპული სოკოებისგან გამოყოფილია 300-მდე დასახელების მიკოტოქსინი, თუმცა, როგორც სურსათის დამაბინძურებელი, ცნობილია 20-მდე მიკოტოქსინი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიკოტოქსინების შემადგენლობა განსხვავებულია, რაც განპირობებულია სხვადასხვა სასოფლო–სამეურნეო კულტურების არსებობით, კლიმატური ფაქტორებითა და აგრონომიული პრაქტიკით. საკვები პროუქტბის უსაფრთხოება დარჩა ადამიანის ძირითად საჭირობად დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში. ძირითადი აქცენტი კეთდება სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციების მიერ. მიკრობიოლოგიური და ქიმიური საფრთხე შემაშფოთებელია. საფრთხე საკვების ქიმიური დაბინძურებისა ზოგიერთი სოკოს მიერ წარმოებული მიკოტოქსით, ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა საფრთხედ (WHO). მსოფლიოს რამდენიმე ნაწილში, მიკოტოქსინები წარმოადგენენ ძირითად პრობლემას სურსათის უვნებლობას. მიკოტოქსინები თავს ესხმიან და იზრდებიან პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის საკვებზე ნებისმიერ დროს. მინდვრის კულტურები როგორიცაა მარცვლოვნები, კაკალი, ლობიო, პომიდორი, ვაშლი და სანელებლები მიკოტოქსიები მათ აზიანბს როგორც მინდორში, ისე შენახვისას. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეფასებით, მსოფიო მოსავლის 5% -ის დაკარგვას სწორედ მიკოტოქსინები იწვევენ. დაბინძურების ხარისხი და მიკროფლორის ბუნება შესაძლოა განსხვავდებოდეს ეს დამოკიდებულია გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე, მოსავლის შემდგომ შენახვის პირობებზე, როგორიცაა გამოშრობა და შენახვის სხვა მეთოდები და სავაჭრო პრაქტიკაზე. რამდენიმე საკვები შეიძლება წარმოადგენდეს პოტენციურ საფრთხეს ადამიანის ან ცხოველთა ჯანმრთელობისთვის, იმის გამო, რომ მათი მეტაბოლური ნივთიერებები შესაძლოა შეიცავდნენ ტოქსიკურ მეორად მეტაბოლიტს ანუ მიკოტოქსინს. მიკოტოქსინები არის ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნება სოკოების მიერ, საკვებ პროდუქტებზე შენახვის დროს მათზე სოკოს ზრდა განვითარებისას. მიკოტოქსინები სტაბილური ნაერთებია, რომლებიც არ ნადგურდება საკვების დამუშავებისას ან მომზადების დროს. მიუხედავად იმისა, რომ სოკოს ასობით სახეობაა ცნობილი მხოლოდ რამდენიმე გვარის სოკოს სახეობები არიან მიკოტოქსინების მნიშვნელოვანი მწარმოებლები ესენია ასპერგილიუსის, ფუსარიუმსა, პენიცილიუმისა და სხვა სახეობები.
ბოლო წლებში სურსათისა და საკვების წარმოებაში ბუნებრივი ტოქსინების გაზრდილმა რაოდენობამ დიდი სამეცნიერო ინტერესი გამოიწვია.
დანართიუკან |