საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პარალელურად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ეკოლოგიური სიტუაციის გაჯანსაღების პრობლემა. განსაკუთრებოით აქტიურია ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო_სამეურნეო პროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფა. დღეს არავისთვის არაა საჭირო მტკიცება იმისა, რომ მსოფლიო სოფლის მეურნეობის განვითარებას უმნიშვნელოვანესი იმპულსი მისცა სასუქების სამრეწველო გამოშვებამ.
დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიღწევები სოფლის მეურნეობაში ამის ნათელი დადასტურებაა. თუ რა სავალალო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს სასუქების როლის შეუფასებლობამ, ნათლად გამოჩნდა ,,მწვანე რევოლუციის’’ შედეგებზე ინდოეთში, სადაც ჩაიშალა უმნიშვნელოვანესი პროგრამა იმის გამო, რომ მაღალპროდუქტიული ჯიში არ იყო უზრუნველყოფილი საჭირო საკვები ნივთიერებებით.
როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ელემენტების დიდი გეოლოგიური და მცირე ბიოლოგიური წრებრუნვა. ამ წრებრუნვის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა გახლავთ ყველაზე დიდი ხელშეწყობა, რომელიც კი შეუძლია განახორციელოს ადამიანმა პლანეტაზე ეკოლოგიური სიტუაციის მოსაწესრიგებლად, მაგრამ ისინი გლობალურ საკითხითა სფეროს განეკუთვნებიან და უნდა განახორციელოს გაერთიანებული ძალისხმევით უკლებლივ ყველა სახელმწიფოს მონაწილეობით. ამასთან არსებობს მთელი ნუსხა საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტა ქვეყნის, რეგიონის, რაიონის, ქალაქის და სოფლის დონეზე შეიძლება და დადებითად დაეტყობა შესაბამისი ეკოლოგიურ გარემოს. ასეთ საკითხთა ჩამონათვალში სასუქების გამოყენებას ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეს განპირობებულია, ერთის მხრივ, იმ როლით, რაც სასუქებს აკისრიათ მცენარეთა, საერთო აგრეცენოზის პროდუქტიულობის ამაღლების საკითხში, მათი დიდი გავლენით მცენარეებისა და ნიადაგების ქიმიურ შედგენილობასა და მთელ რიგ თვისებებზე, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ზრდა – განვითარებაზე, ხარისხობრივ მაჩვენებელზე და გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ამ მხრივ სავსებით კორექტულია შედარება იმ ნივთიერებებით, რომლებიც წამალიცაა და საწამლავიც, ყველაფერი მოხმარების კულტურაზეა დამოკიდებული.
სასოფლო–სამეურნეო კულტურათა განოყიერება ეფუძვნება აგროქიმიური კვლევის შედეგებს, კვლევებს, რომელთა მიზანია, შესწავლილ იქნას ნივთიერებათა წრებრუნვა მიწათმოქმედებაში საკვები ელემენტების გარდაქმნის შესწავლით სისტემაში ნიადაგი-მცენარე –სასუქი. ძალიან ხშირად კვლევის ობიექტებს ემატება ატმოსფერო და წყალი (როგორც გრუნტი წყლები, ასევე ღელეები და მდინარეები). აქედან ცხადია, რომ პრაქტიკული რეკომენდაციები ამა თუ იმ სასუქის გამოყენების თაობაზე გამომდინარეობს კვლევის შედეგებიდან, რომელშიც წამყვანი ადგილი მრავალწლიან სტაციონალურ მინდვრის ცდებს უკავია. მრავალწლიანი მონაცემების საფუძველზე დგინდება სასუქების ნორმების, ფორმების გავლენა მოსავალზე, მცენარეების ზრდა-განვითარებაზე, ხარისხობრივ მაჩვენებელზე, ქიმიურ შედგენილობაზე და მინერალური და ორგანული ნივთიერებების დინამიკაზე სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში და წლების მიხედვით. ამ სქემქტურად ჩამოთვლილი მონაცემების სხვადასხვა კლიმატურ და ნიადაგურ პირობებში შესწავლისა და განზოგადოების შედეგად, ყალიბდება ჩვენი შეხედულება კონკრეტულ ღონისძიებებზე.
სასუქის სუპტროპიკული ზონის კლიმატი და ნიადაგური პირობები უზრუნველყოფენ სუპტროპიკული და ზოგიერთი ტროპიკული კულტურების წარმატებულ ზრდა-განვითარებას და განხორციელებული მართვადი ინტრუდუქციის შედეგად ჩამოყალიბდა კულტიგენური არეალი. აღნიშნული არეალის ჩამოყალიბება ექვემდებარება ზოგად ეკოლოგიურ ტოლერანტობის კანონს, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს კულტურათა ისეთ გაადგილებას, სადაც გათვალისწინებული იქნება მათი ბიოლოგიური თავისებურება.
ზემოთ აღნიშნულის პრაქტიკულად განხორციელების მაგალითად შეიძლება განხილული იქნეს ციტრუსოვანთა მოვლა-მოყვანა. წარმატებული საწარმოო შედეგები იყო იქ, სადაც გათვალისწინებული იყო კონკრეტული პირობები.
კვლევის მიზანი:
ლიტერატურული მონაცემების ანალიზი ადასტურებს ციტრუსოვანთა განსხვავებულ რეაგირებას აზოტოვან სასუქებზე სახეობრივ და ჯიშობრივ ჭრილში. საქართველოს სუბტროპიკებში შესწავლილია ციტრუსოვანთა კვების საკვანძო საკითხები, მაგრამ დღემდე არაა დაზუსტებული. აზოტოვანი სასუქების მოქმედება ცალკეულ სახეობებსა და ჯიშებზე. წინამდებარე ნაშრომის მიზანია მანდარინის, ფორთოხლის და ლიმონის სხვადასხვა ჯიშებზე აზოტოვანი სასუქების ეფექტურების შესწავლა და აზოტით კვების თავისებურებების დადგენა.
• აზოტოვანი სასუქების ფორმებისა, ნორმების, წილადობრივი შეტანის, ასევე აზოტისა ფოსფორისა და კალიუმის თანაფარდობის გავლენა მანდარინის, ფორთოხლისა და ლიმონის ბიოლოგიურ პროდუქტიულობაზე;
• ფესვგარეშე გამოკვების გავლენა ახალგაზრდა ციტრუსების პროდუქტიულობაზე წითელმიწა ნიადაგების პირობებში
აღნიშნული მიზნის მისაღწევად სემინარდის თემის პეზენტაციაში გამოყენებუ-ლია მრავალწლიანი კვლევის შედეგები აზოტიანი სასუქების ფორმებზე, ნორმებზე, შეტანის წესებზე და NPK -ას თანაფარდდობაზე წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადა-გების პირობებში, მანდარინ “უნშიუს”,”მიხო-ვასე” და “ოკიცუ-ვასე” ფორთოხალ “ვაშინგტონ-ნაველის” და”ნაველინა”, ლიმონ “მეიერის” და “ინტერდონატოს” ჯიშებზე.
უკან |