სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: „მარკეტინგული პრობლემები ტურიზმის ბიზნესში და მისი გადაჭრის გზები“, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის დეპარტამენტის პროფესორი გელა მამულაძე, 30 აპრილი, 11:00 საათი, II კორპუსი, 418-ე აუდიტორია

ტურიზმი, როგორც მსოფლიო ეკონომიკის საკმაოდ რენტაბელური დარგი, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკისა და ბიზნესის წარმატებული განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისი როლი და მნიშვნელობა განუწყვეტლივ იზრდება როგორც ქვეყნის ეკონომიკაში, ისე საზოგადოებაში მთლიანად. იგი საერთაშორისო ასპარეზზე მძაფრ კონკურენციას უწევს ნავთობმომპოვებელ და საავტომობილო დარგებს და სამომავლოდ უფრო რენტაბელურ დარგადაც მიიჩნევა. უცხოელი ექსპერტების აზრით, ტურისტული ინდუსტრია წარმოადგენს მსოფლიოს მრავალი, განსაკუთრებით მთიანი ქვეყნების, მათი ცალკეული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს.

ტურიზმი შესაძლებლობას იძლევა  მოახდინოს მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა, ამასთანავე იქმნება სამუშაო ადგილები და უზრუნველყოფს მოსახლეობის დასაქმებას განსაკუთრებით ისეთი პროფესიის ადამიანებისათვის, როგორებიც არიან გიდები, თარჯიმნები, მზარეულები, მძღოლები, სასტუმროს მენეჯერები და მომსახურე პერსონალი და მომსახურების სფეროს სხვა წარმომადგენლები. ტურიზმი უდიდეს  გავლენას ახდენს ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან დარგებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ჯანდაცვა, მშენებლობა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, სასურსათო საქონელის მწარმოებელი ფირმები, სასტუმროს  და სარესტორნო ბიზნესი, კვების მრეწველობა, ვაჭრობა და სხვ. 

უკანასკნელ პერიოდში ტურიზმის ინდუსტრია გამოდის, როგორც მარკეტინგის საგანი და საშუალება. სულ უფრო ახალი სტრატეგიები ინერგება ტურიზმის სფეროს მარკეტინგის პრობლემების მოგვარებისთვის და მათი განვითარებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარების ზრდის ტემპები უკვე შეიმჩნევა, არსებობს რიგი საკითხები, რომლის გადაჭრაც ხელს შეუწყობს დარგის შემდგომ განვითარებას. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სემინარის მომზადების მიზანს წარმოადგენს ტურიზმის დარგში არსებული ზოგადი და მარკეტინგული ხასიათის პრობლემების წარმოჩენა და ამ კუთხით მარკეტინგული შესაძლებლობებისა და საშუალებების გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა.
 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა