აჭარაში კლიმატური პირობების ცვლილებმა, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო თვალსაზრისით ანთროპოგენულმა, ხშირ შემთხვევაში არასწორმა დატვირთვამ, მიწების მასშტაბური დეგრადაცია გამოიწვია. რის შესაბამისად დასაბუთებული რაციონალური ბუნებათსარგებლობა და ტერიტორიის მდგრადი განვითარება აქტუალური პრობლემაა. კვლევებს ვაწარმოებდით სამეცნიერო პრაქტიკაში აპრობირებული და მეცნიერულად დასაბუთებული ისეთი მეთოდიკით, როგორიცაა საველე პირობებში ნიადაგების პროფილური კვლევა მორფოლოგიურ-გენეზისური ნიშან-თვისებების შეფასებით.
ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევისას დადგინდა, რომ: აჭარის ტერიტორიებზე, ნიადაგწარმოქმნის პროცესები გამოირჩევა მაღალი ინტენსივობით. შავი ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და რელიეფი (ფორმები, ექსპოზიცია, დანაწევრების ხარისხი, დახრილობის კუთხე) კორელაციურ კავშირს ამჟღავნებს შიგამთიანი აჭარის კლიმატურ ელემენტებზე, მცენარეულ საფარზე, ქანების გამოფიტვის პროცესების მექანიზმებზე.
აჭარაში ქანების ტრანსფორმაცია გამოფიტვის მექანიკური, ფიზიკური, ქიმიური, ბიოქიმიური, უმეტესწილად კი მექანიზმთა კომბინაციურობით ხასიათდება და სხვადასხვა (სიალიტური, სიალიტურ-ალიტური, ალიტური) მიმართულებით მიმდინარეობს. ამავე დროს ნიადაგწარმომქმნელი ქანების გამოფიტვის პროცესების ინტენსიურობა, აჭარისწყლის სამხრეთ ფერდობებზე განლაგებულ სოფელ: ინაშარიძეებში, ვაიოში, დიოკნისში, გეგელიძეებში, ტბეთის ხეობაში, მანიაკეთში, ბოძაურში, რიყეთში და ა.შ. მკვეთრად მატულობს. ამავე ტერიტორიებზე და სოფელ ირემაძეებში, დუაძეებში, ძმაგულაში გურძაული, ყინჩაური, კვატიაში, ფუშრუკაული, ხიხაძირი და ა.შ. განვითარებულია ქანების ღრმა ქიმიური გამოფიტვის პროცესები,
კერობრივად სოფელ გეგელიძეებში, წონიარისში, დანდალოში, ფურტიოში, ცინარეთში, ფუშრუკაულში ხიხაძირში, თხილვანაში, მთისუბანში, კალოთაში, თაგოში, ღურტაში და ა.შ ირღვევა ნიადაგების გეოგრაფიული გავრცელების ვერტიკალური ზონალობის კანონი და აქ არსებული ყომრალი (Cambisols Chromic) და ყვითელ-ყომრალი (Acrisols Halpic) ნიადაგები გავრცელების ხასიათის მიხედვით ქმნიან სერიებს.
შიდამთიანი აჭარის მთა-ტყეშის ზონის სოფელ ხერთვისში, კირნათში, ყოროლისთავში, დანდალოში, გეგელიძეებში, დარჩიძეებში, ნაღვარევში, კალოთაში და ოშანახევში ინტენსიური ეროზიული ზემოქმედების შედეგად ნიადაგები ძლიერ ჩამორეცხილია და არის საშიშროება მეწყრული პროცესების განვითარებისა.
დანართიუკან |