მესამე მისია

მესამე მისიის სასწავლო ტური ტურკუს უნივერსიტეტში

სურათი

მესამე მისიის მორიგი ღონისძიების ფარგლებში, მეორე სასწავლო ტურით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კორძაია ტურკუს უნივერსიტეტს (ფინეთი) ეწვივნენ. ტურის მიზანი იყო მასპინძელი უნივერსიტეტის გამოცდილების ჩვენება და გაზიარება. UTU არის არა მხოლოდ უძველესი უნივერსიტეტი ფინეთში, არამედ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც განსაზღვრა თავისი მე-3 მისიის ფუნქცია და სტრატეგია. მას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება „ერაზმუს+“-ის პროექტების კონტექსტში მსგავსი აქტივობების ორგანიზებასა და მასპინძლობაში.

პროგრამა მოიცავდა შემდეგს: ვიზიტები და შეხვედრები აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დაინტერესებულ მხარეებთან, რომლებიც ჩართულნი არიან 3M აქტივობების განხორციელების, იდენტიფიცირების და უნივერსიტეტების სტრატეგიაში მათი ინტეგრირების პროცესში.

საქართველოს უნივერსიტეტების მესამე მისია ითვალისწინებს საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას, მასში უნივერსიტეტების როლის გაძლიერებას და მისი ხარისხის გაუმჯობესებას.

სასწავლო ტური  ,,ერაზმუს+“-ის პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში მე-3 მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება“  - Strengthenining the QUAlity and RElevance of the 3rd mission in Georgian Universities“/ SQUARE“ ფარგლებში შედგა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა