მესამე მისია

რურდის (RURD) სამუშაოს შეხვედრა ზუგდიდის შოთა მესხიას უნივერსიტეტში

სურათი

15-16 ივნისს „ერაზმუს+“-ის პროექტის, რურდის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების მონაწილეობით ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ორდღიან სამუშაო შეხვედრებზე საქართველოს 9 რეგიონულმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა სამუშაო ანგარიში. რურდის მკვლევარმა, ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა გაიოზ ფარცხალაძემ შეხვედრაზე წარმოადგინა პრეზენტაცია ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე RURD-ის ფარგლებში გაწეული მუშაობის შესახებ.

შეხვედრა გახსნა პროფესორმა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ. რურდის კონსორციუმს მიესალმნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუაკა წოწერია და პროექტის კოორდინატორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით გეგეჭკორი.

რურდის (RURD) პროექტის შედეგებზე, შედეგების გავრცელება-გაზიარებასა და შეჯამების ანგარიში წარმოადგინა  პროექტის კოორდინატორმა, გალიციის რეგიონულ განვითარებაში   სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (USC)-ის როლზე წარმოადგინა  მოხსენება პროფესორმა მარია ვიქუეირამ, FH JOANNEUM-ის პროფესორმა იოჰან ლაისტერმა გააანალიზა უნივერსიტეტის როლი როგორც რეგიონული განვითარების მამოძრავებელი ძალა და  მრეწველობასთან და საჯარო ორგანოებთან ურთიერთსასარგებლო და წარმატებული თანამშრომლობის პროექტებზე ისაუბრა. მასარიკის უნივერსიტეტმა წარმოადგინა ანგარიში ინსტიტუციური როლების დაბალანსებაზე რეგიონში, ხოლო ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტმა წარმოადგინა პრეზენტაცია „მომავლის უნივერსიტეტისკენ ლიდერობის გზით, ინტერდისციპლინურობა და თანამშრომლობა“.

შეხვედრას განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, მაია შუხოშვილი და ნინო სვანაძე ესწრებოდნენ, მათი მოხსენება განათლებისა და მეცნიერების ახალი სტრატეგიას შეეხებოდა რეგიონულ განვითარებასა და უნივერსიტეტების პრიორიტეტების შესახებ.

16 ივნისს „ ერაზმუს+“-ის პროექტების - RURD-ისა და  SQUARE-ის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. „ინსტიტუციური შეფასების როლი უნივერსიტეტის მისიის განხორციელებაში“ -   მოხსენება წარმოადგინა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმოამდგენელმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ; SQUARE-ის კოორდინატორმა საქართველოში პროფესორმა. ირმა გრძელიძემ კი ისაუბრა პროექტის მიზნებსა და მიღწეული შედეგებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა