მესამე მისია

ბსუ-ს კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა ფერმერებს საველე პირობებში უფასო კონსულტაციები გაუწიეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალმა, ხულოს, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, საველე, ე.წ. ,,მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა“ მოაწყო. მეცნიერები, აგრონომები, ფიტოპათოლოგები, ექსტენციის და სხვა სპეციალისტები, ფერმერებს მცენარის დაავადებებთან და სხვა პათოლოგიებთან დაკავშირებული  პრობლემების მოგვარებაში დაეხმარნენ და საველე პირობებში უფასო კონსულტაციები გაუწიეს. 

ბსუ-ს  ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს მცენარის დაავადებებისა და მავნებლების დიაგნოსტიკა, გასცეს რჩევები და რეკომენდაციები. ნაწილი ნიმუშებისა, სიღრმისეული ლაბორატორიული კვლევის მიზნით, მუშავდება ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების ლაბორატორიებში.  ფერმერებთან და ყველა დაინტერესებულ პირთან, მეცნიერებს აქვთ ინდივიდუალური კომუნიკაცია.

კლინიკის მიზანია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ფერმერული მეურნეობების განვითარების გზით და იგი ემსახურება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მოსახლეობას, გლეხებს, ფერმერებს და ყველას, ვისაც აქვს მცირე და დიდი მეურნეობა.

ღონისძიება უნივერისტეტისა და  აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა