ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდა წარმომადგენლებს - სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს უმასპინძლა. ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ ახალგაზრდებს საუნივერსიტეტო ცხოვრება, საგანმანთლებლო პროგრამები და სტუდენტური პროექტები გააცნო. პროგრამის მონაწილეებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, საკონფერენციო, სააქტო და სასამართლო-საიმიტაციო დარბაზები დაათვალიერეს.
ბსუ-ს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროგრამის ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინტეგრაცია“ ფარგლებში ეწვივნენ. პროგრამაში საქართველოს მოქალაქე, სხვადასხვა ეროვნების 30 ახალგაზრდა იყო ჩართული და მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, სამოქალაქო საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებასა და უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარების განვითარებას.
უკან |