ბსუ-ს ასისტენტ პროფესორი ნათია აბაშიძე და ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კახიძე ა. დიუმას სახელობის ფრანგულ-ქართული სკოლის მე-10-მე-12 კლასის მოსწავლეებსა და სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ. პროფესორ-მასწავლებლებმა მოსწავლეეებს გააცნეს უნივერსიტეტი, ისაუბრეს ფრანგულენოვან გაცვლითი პროგრამებზე, AUF-ის მიერ ახალგახსნილ ცენტრსა და ფრანგული ენის როლზე თანამედროვე ეპოქაში. შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს. ვიზიტი მიზნად ისახავდა სკოლასთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფრანგული ენის პოპულარიზაციას.
უკან |