მესამე მისია

შავი ზღვის საერთაშორისო დღე

სურათი

31  ოქტომბერს  შოთა  რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა კონკურსი  „შავი  ზღვის  ხმა“,  რომელშიც  მონაწილეობდნენ მოსწავლეები ექვსი სკოლიდან:  სარფის  საჯარო  სკოლა;  ბათუმის  მე-2 საჯარო სკოლა, ბათუმის მე-6 საჯარო  სკოლა,  ქობულეთის მე-6 საჯარო  სკოლა, ფოთის მე-4 საჯარო სკოლა  და  ანაკლიის საჯარო სკოლა.

მონაწილეებმა ეკოლოგიური და  გარემოსდაცვითი  თემატიკის შესახებ წარმოადგინეს მუსიკალური და თეატრალური ნომრები შესახებ, წაიკითხეს  ლექსები. ჟიურიმ თითოეული  წარმოდგენა  შეაფასა  10-ქულიანი  შეფასების სისტემის  გამოყენებით, რის მიხედვითაც პირველი ადგილი  ფოთის საჯარო  სკოლას  ერგო,  მეორე  ადგილზე  ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა გავიდა,  მესამეზე კი  ანაკლიის საჯარო სკოლა. პირველ და მეორე  ადგილზე გასულ  კონკურსანტებს გადაეცათ საჩუქრები. ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა