
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსმა, იზოლდა მაჭუტაძემ, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულ ნორჩ ბუნების მოყვარულთა კლუბში „ცისნამი“ შეხვედრა გამართა. მეცნიერმა ახალგაზრდებს რამსარის კონვენციის 2025 წლის სლოგანის - „ჭაობების დაცვა მომავალი თაობების საკეთილდღეოდ“ - ფარგლებში წაუკითხა ლექცია, რომელიც ჭარბტენიანი ეკოსისტემების მნიშვნელობასა და მათ კონსერვაციას ეხებოდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბის ხელმძღვანელი მზია რუხაძე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი, კლუბის წევრები და ბათუმისა და ჭარნალის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
ასევე, მეცნიერ ქალთა დღის ფარგლებში, იზოლდა მაჭუტაძემ საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“ ჩაატარა ლექცია თემაზე „კონსერვაცია და გონივრული გამოყენება“. შეხვედრის მთავარი თემა ეკოსისტემების შენარჩუნება და მდგრადი მართვის მნიშვნელობა იყო, რაც ახალგაზრდებისთვის გარემოს დაცვის თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული ცოდნის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.
| უკან |






