
ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელმა, ნათელა ტეტემაძემ, 2 თებერვალს რამსარის კონვენციით დაცული ჭარბტენიანი ჰაბიტატების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე, ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
მოსწავლეებმა ქობულეთის ქობულეთის დაცული ტერიტორიები, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი - ისპანი 2 დაათვალიერეს და ადგილზე გავრცელებული უნიკალური სფაგნუმის ხავსი ნახეს. ნათელა ტეტემაძე ბავშვებს ტორფნარების ეკოსისტემურ სერვისებზე, კლიმატის მარეგულირებელ როლსა და თეთრი ხავსის აგებულების თავისებურებებზე ესაუბრა.
| უკან |



