მესამე მისია

ბსუ-ს კინოკლუბმა რეჟისორ მევლუდ საბაშვილს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოკლუბის ფორმატში გაიმართა შეხვედრა ბათუმელ რეჟისორთან, მევლუდ საბაშვილთან. ღონისძიებას კლუბის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები ბათუმის სხვადასხვა სკოლიდან: პირველი საჯარო სკოლის კინოკლუბი ,,სინემა", სკოლა „ნერგები“, სკოლა-ლიცეუმი „მასტერკლასი“ და ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი - ბათუმი“.

შეხვედრას ესწრებოდა ასევე მსახიობი მარიამ ხითარიშვილი, რომელიც მევლუდ საბაშვილის კინოშემოქმედების ერთ-ერთი მუზაა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და განხილვა.

ღონისძიება სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდების კულტურულ-შემოქმედებითი უნარების განვითარებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა