
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ევროკავშირის საგრანტო პროექტს „მწვანე გადაწყვეტილებები კლიმატის ცვლილების ადაპტაციისთვის ჭკვიანი და მდგრადი ქალაქებისთვის BSB-ში“ (BSB00006, Green Urban Resilience) შავი ზღვის აუზის ქვეყნების NEXT (INTERREG) პროგრამის ფარგლებში პროექტის პარტნიორები არიან უზუნკოპრუს (თურქეთის რესპუბლიკა), სოზოპოლის (ბულგარეთი) და კავალას (საბერძნეთი) მუნიციპალიტეტები და სტამბულის უნივერსიტეტი.
პროექტში ბსუ-დან ჩართულია შემდეგი აკადემიური პერსონალი და სტუდენტები:
საბუნებისმეტყველო და მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გუგული დუმბაძე ჩართულია, როგორც ექსპერტი გარემოსდაცვითი მიმართულებით. იგი როგორც პროექტის ექსპერტი მონაწილეობას იღებდა საბერძნეთის ქალაქ კავალაში 2025 წლის 14-16 მაისს ჩატარებულ პროექტის პარტნიორთა შეხვედრასა და სასწავლო ვიზიტში. კერძოდ, ქ. კავალაში მას ჩაუტარდა თეორიული და პრაქტიკული სწავლება ურბანული თბური კუნძულის ეფექტების შეფასებისა და მწვანე სივრცეების სარგებლიანობის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
2025 წლის 13 ივლისსა და 13 აგვისტოს გუგული დუმბაძემ სასტუმრო „შერატონში“ შიგა და გარე საინიციატიცო ჯგუფებისთვის ჩაატარა პრეზენტაციები თემაზე „კლიმატის ცვლილების გავლენები ბათუმზე“ და „თერმული დაკვირვების მეთოდოლოგია“. საინიციატივო ჯგუფები მოიცავდა დაინტერესებულ პირებს მერიის სხვადასხვა სამსახურებისაგან, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ბათუმის საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, სხვა საზოგადოების წარმომადგენლებს. გუგული დუმბაძე მონაწილეობდა საინიციატივო ჯგუფების შექმნაში, რაშიც აქტიურად ჩაერთო სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, მასწავლებლები და მოსწავლეები, ჩაუტარა მათ ტრენინგები თერმული გასეირნებების როლისა და სუბიექტური შეგრძნებების დასაფიქსირებლად. ქალაქ ბათუმში 17–19 ივლისს, მისი აქტიური ჩართულობით მოეწყო სამი თერმული გასეირნება (Thermal Walks), 30 პირის მონაწილეობით. მონაწილეებმა მოინახულეს 10 წინასწარ შერჩეული ლოკაცია მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, შეაფასეს თბური დისკომფორტი და შეავსეს კითხვარები.
2025 წლის 19 ივლისს მონაწილეობდა LandLab-ის ბათუმში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ქალაქ ბათუმში, სითბური სტრესების ლოკალურ გაზომვებში, კერძოდ, „გმირთა ხეივანის“ ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ხასიათდება ტრანსპორტის მაღალი დატვირთვით, გარშემორტყმულია მრავალსართულიანი შენობებითა და სასტუმროებით. გაზომვის შედეგები მნიშვნელოვანია ბათუმის მიკროკლიმატზე დასაკვირვებლად და მომავალ ურბანულ დაგეგმვაში თბური კუნძულის შეფასების შედეგების ინტეგრაციის თვალსაზრისით. კვლევა მნიშვნელოვანია პროექტის პროგრამის სპეციფიკური მიზნის - RSO2.4 მისაღწევად, რაც ეხება კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და კატასტროფების რისკის პრევენციის ხელშეწყობას და მდგრადობას ეკოსისტემაზე დაფუძნებული მიდგომების გათვალისწინებას.
პროექტში აქტიურადაა ჩართული ბსუ-ს ეკოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტი სესილი გათენაძე, ის მონაწილეობდა თერმულ გაზომვებსა და თერმული კომფორტის შეფასების ღონისძიებებში, შემდგომში ასევე მისი ჩართულობით ის მოამზადებს თავის სამაგისტრო ნაშრომს თემაზე „ქალაქ ბათუმის ურბანული თერმული კუნძულების იდენტიფიკაცია და მოსახლეობის თერმული კომფორტის შეფასება კლიმატის ცვლილების პირობებში “.
პროექტში, როგორც დაინტერესებული პირები, ასევე ჩართულნი არიან, ეკოლოგიის სპეციალობის II-IV კურსის სტუდენტები, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, აგროეკოლოგიის დეპარტამენტების აკადემიური პერსონალი (ლალი ჟღენტი, დავით ბარათაშვილი, ნანა ზარნაძე, ეთერი ჯაყელი, მერაბ ფუტკარაძე, ხათუნა ჭიჭილეიშვილი, ცირა ქამადაძე, ნაზიბროლა ფაღავა, ნარგული ასანიძე, ნარგიზ ალასანია და სხვ.) რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში ქალაქ ბათუმში, 13, 17-19 ივლისსა და 13 აგვისტოს ჩატარებულ სემინარში და კვლევით და შემეცნებით აქტივობებში. კერძოდ, 13 ივლისსა და 13 აგვისტოს მათ მონაწილეობა მიიღეს სასტუმრო "შერატონში" ჩატარებულ სემინარში, რომელიც მიეძღვნა ქალაქის კლიმატური რისკების ანალიზს, მონაცემთა შეგროვებისა და ტემპერატურული ცვლილებების შეფასების მეთოდოლოგიების გაცნობას.
გარდა ამისა, 2025 წლის 17–19 ივლისს, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ თერმულ გასეირნებებში ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე (მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩები). მონაწილეები 1 კმ მანძილზე გადაადგილდებოდნენ წინასწარ შერჩეულ მარშრუტებზე, აფასებდნენ ქალაქის ცალკეული ზონების თერმულ ზემოქმედებას ორგანიზმზე ინდივიდუალურად და ახდენდნენ სითბური კუნძულების იდენტიფიცირებას.
2025 წლის 17 ივლისს პროექტის პარტნიორთა შეხვედრა გაიმართა ბათუმში, რასაც უმასპინძლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ყველა პროექტში ჩართული პარტნიორი მუნიციპალიტეტების - კავალას, სოზოპოლის, უზუნქოპრუს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სტამბულის უნივერსიტეტის LANDLAB-ის ექსპერტები, ბათუმის მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები, ბსუ-ს აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და პრორექტორი თამარ სირაძე. მონაწილეები გაეცნენ პროექტის მიზნებს, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს, ისაუბრეს უმაღლესი სასწავლებლების ჩართულობის მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საერთო წვლილზე.
ამრიგად, პროექტმა „Green Urban Resilience (BSB00006)”, რომელიც ხორციელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ევროკავშირის თანადაფინანსებით (INTERREG NEXT BSB Programme), მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბსუ-ს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და კვლევითი კომპეტენციების გაძლიერებაში.
პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა ტრენინგებმა, თერმულმა გასეირნებებმა და LandLab-ის პრაქტიკულმა გაზომვებმა ხელი შეუწყო კლიმატის ცვლილებისა და ურბანული თბური კუნძულის კვლევის თანამედროვე მეთოდების ათვისებას. მიღებული გამოცდილება ინტეგრირებულია სასწავლო კურსში „კლიმატის ცვლილება და გლობალური ეკოლოგიური პრობლემები“, რითაც უზრუნველყოფილია კვლევის შედეგების გამოყენება განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში.
პროექტში მონაწილეობამ ხელი შეუწყო:
- უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საერთაშორისო კვლევით ქსელებში ინტეგრაციას და უცხოელ ექსპერტებთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას;
- სტუდენტთა და მასწავლებელთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მდგრადი განვითარების პრინციპების პოპულარიზაციას;
- ქალაქის გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას აკადემიური სექტორის აქტიური მონაწილეობის გზით.
პროექტი ემსახურება უნივერსიტეტის მესამე მისიის მიზნებს - აკადემიური ცოდნის გადატანას საზოგადოებაში, მდგრადი განვითარების მხარდაჭერას და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ხელშეწყობას.
| უკან |










