მესამე მისია

სასკოლო ღონისძიება წყავროკის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

სურათი

ბსუს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის თანამშრომლებმა მზიური გაბაიძემ, სოსო მეფარიშვლმა, ნელი ხალვაშმა, ლამზირი გორგილაძემ და გურამ მემარნემ მესამე მისიის ფარგლებში უმასპინძლეს წყავროკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

ღონისძიების ფარგლებში ბატონმა მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,ციტრუსოვან კულტურებზე გავრცელებული ზოგიერთი ენტომოფაგის მოქმედების თავისებურებანი“. მომხსენებელმა ისაუბრა იმ სასარგებლო მწერებზე, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ მავნებლებთან ბრძოლის საქმეში. ძირითადად ყურადღება გაამახვილა მავნებლებთან ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობაზე.

მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონის, ასევე მთლიანად საქართველოს სოფლის მეურნების განვითარების საქმეში.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაათვალიერეს ინსტიტუტში არსებული ლაბორატორიები, ციტრუსოვანთა და სხვა ხეხილოვან კულტურათა (ვაშლი, მსხალი, ფეიჰოას, კივი, თხილი, მოცვი) საცდელ-საკოლექციო ნაკვეთები, სათბურები, მიეწოდათ ინფორმაცია კოლექციების მნიშვნელობაზე და იქ მიმდინარე კვლევებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა