
ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს ქობულეთის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის მე-7ა და მე-7ბ კლასების მოსწავლეები და პედაგოგები მაია მჟავანძე, აზა თხილაიშვილი და მანანა ქარცივაძე სტუმრობდნენ.
სტუმრებმა მოისმინეს სამეცნიერო-პოპულარული ლექციები თემებზე:
- ქართული ხორბალი: ისტორია და პერსპექტივები
- რატომ ავადდებიან მცენარეები?
- ბოსტნეული კულტურების მავნებელ-დაავადებების მართვა
- მაღალმთიან აჭარაში გავრცელებული მოცხარის სახეობები, მათი სამკურნალო და კვებითი ღირებულებები
აღნიშნულ თემებზე პრეზენტაციები წარადგინეს: მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ზოია სიხარულიძემ, უფროსმა მეცნიერ-თანამშრომლებმა ქეთინო ნაცარიშვილმა და ცისანა ცეცხლაძემ, მეცნიერ-თანამშრომლებმა ქეთინო სიხარულიძემ და ქეთევან მემარნემ.
სტუმრები მიკოლოგიის ლაბორატორიაში გაეცნენ მავნებლებისა და მცენარეთა დაავადებების გამომწვევი სოკოვანი პათოგენური მიკროორგანიზმების მიკროსკოპული კვლევის თავისებურებებს. მათ ასევე გაიარეს სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია სათბურში და საცდელ ნაკვეთში.
| უკან |











