
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის №2 საჯარო სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეებთან.
შეხვედრა ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტის „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე მისიიის ფარგლებში.
მთავარმა მეცნიერ თანამშრომლებმა ლამზირი გორგილაძემ და მაკა მურადაშვილმა მოსწავლეებს სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების კვლევის თავისებურებები და მათი შესწავლის თანამედროვე მიდგომები გააცნეს და ჩაატარეს თვალსაჩინო ექსპერიმენტული ცდები.
| უკან |






