მესამე მისია

ბსუ-ს მეცნიერმა იზოლდა მაჭუტაძემ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საჯარო ლექცია წაიკითხა

სურათი

2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „კოლხეთის სფაგნუმიანი ტორფნარები ცოცხალი ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობა დროსა და სივრცეში“.

ლექცია ჩაატარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა იზოლდა მაჭუტაძემ

იგი უშუალოდ იყო ჩართული პროცესებში, რომლებიც წინ უძღოდა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ საქართველოს კოლხურ ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიებისათვის  მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას

ჭარბტენიანი ტერიტორიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოსისტემური სერვისების რეგულირებაში. ისინი ასუფთავებენ წყალს, ამცირებენ წყალდიდობების რისკს, ხელს უწყობენ კლიმატის სტაბილიზაციას, წარმოადგენენ ათასობით მცენარისა და ცხოველის საცხოვრებელ გარემოს

საქართველო ამ მხრივ განსაკუთრებულია. რამსარის კონვენციით საქართველოში  დაცულია რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია:

ცენტრალური კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორია - ჭაობები, ტბები და ზღვისპირა ეკოსისტემები, ფრინველთა მიგრაციის მნიშვნელოვანი ადგილები

ისპანის ჭაობი - უნიკალური ტორფოვანი ჭაობი, მდიდარი ბიომრავალფეროვნებით

მადათაფასა  და ბუღდაშენის ტბები (ჯავახეთი) - ფრინველთა კვებისა და დასვენების საკვანძო ზონები

დავიცვათ ჭარბტენიანი ტერიტორიები - ისინი ჩვენი ბუნებისა და კულტურის დაცვას უზრუნველყოფენ!

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა