მესამე მისია

კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე მისიის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის თანამშრომლების ჩართულობით. შეხვედრის ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობდნენ ფაკულტეტის თანამშრომლები: ლალი ჟღენტი, ირმა დიასამიძე, შორენა გაბაიძე, მაია რესულიძე და ელისო სურმანიძე.

უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, მათ შორის: ბათუმის №2 საჯარო სკოლის, ბათუმის №3 საჯარო სკოლის, ბათუმის №8 საჯარო სკოლის, სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასის“, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები, ასევე ბათუმის №10 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა ახლოს გაცნობოდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო გარემოს. მათ დაათვალიერეს უნივერსიტეტის ლაბორატორიები და ინფრასტრუქტურა, ეწვივნენ „სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრს“, ანატომიის, ბოტანიკის, ზოოლოგიის კაბინეტებს და ბსუ-ს სტომატოლოგიურ კლინიკას.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთნენ შემეცნებით და სახალისო ლაბორატორიულ-პრაქტიკულ აქტივობებში, რაც მიზნად ისახავდა მათთვის საბუნებისმეტყველო და სამედიცინო მიმართულებების გაცნობას და პროფესიული ინტერესების გაღრმავებას.

აღნიშნული აქტივობა განხორციელდა უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში და ემსახურება ახალგაზრდებში განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაციას, ასევე უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა