
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა მაია დუმბაძემ მესამე მისიის ფარგლებში, სკოლა ,,ევრო-2000“-ის მაღალკლასელ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობა და სწავლის ინტერნაციონალიზაციაზე ყურადღების გამახვილება.
ღონისძიება ჩატარდა საგაკვეთილო ფორმატში და თემად შეირჩა: „სწავლა საქართველოსა და გერმანიის სასწავლებლებში“. აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების გაცნობას.
მოსწავლეებმა აქტიურად იმსჯელეს თემის აქტუალობაზე, ჯგუფურად იმუშავეს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოადგინეს პრეზენტაციები. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიის განათლების სისტემების ძლიერი და სუსტი მხარეები.
ღონისძიება ინტერაქციული ფორმატით წარიმართა. მოსწავლეებმა მაღალი ჩართულობა გამოავლინეს და აქტიურად მონაწილეობდნენ დაგეგმილ აქტივობებში.
| უკან |








