
თხილნარის სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. მათ უნივერსიტეტის სხვადასხვა სივრცე დაათვალიერეს, მათ შორის ბიბლიოთეკა, ქიმიისა და ზოოლოგიის ლაბორატორიები, ასევე სასამართლო-საიმიტაციო დარბაზი. ვიზიტი ინტერაქციულად წარიმართა, მოსწავლეები როლურ თამაშებსა და სახალისო ექსპერიმენტებში ჩაერთნენ. შეხვედრისას მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
| უკან |
















