
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა N17 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ბსუ-ს რექტორის მოადგილემ, თამარ სირაძემ, მოსწავლეებს საუნივერსიტეტო ცხოვრება გააცნო. შემეცნებითი ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა ბიბლიოთეკა, საუნივერსიტეტო სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს გაეცნენ.
| უკან |



















