მესამე მისია

ბსუ-მ შპს „მეგა სკოლის“ მოსწავლეეებს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შპს „მეგა სკოლის“ მოსწავლეებს მესამე მისიის ფარგლებში უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო და სამეცნიერო გარემოს გაცნობა, ბიოლოგიის მიმართ ინტერესის გაღრმავება და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობა.

შემეცნებითი ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ზოოლოგიის კაბინეტი, სადაც გაეცნენ უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველების მრავალფეროვან ნიმუშებს. მათ ასევე მოისმინეს ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ლალი ჟღენტის, ლექცია ხერხემლიანი და უხერხემლო ცხოველების აგებულებისა და მათი დამახასიათებელი თავისებურებების შესახებ. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემუშავათ მიკროსკოპთან და დაეთვალიერებინათ მწერების ნიმუშები.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა შორენა გაიბაიძის ხელმძღვანელობით მოინახულეს უნივერსიტეტის ა. დიასამიძის სახელობის იმუნოგენეტიკის ლაბორატორია და გაეცნენ ლაბორატორიული მუშაობისა და უსაფრთხოების ძირითად წესებს.

უნივერსიტეტში ვიზიტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ სამეცნიერო გარემოს, გაეღრმავებინათ ცოდნა ბიოლოგიის მიმართულებით და მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება. მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს კვლევითი უნარების განვითარებას, მეცნიერებისადმი ინტერესის გაღრმავებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებას.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა