Horizon Europe - საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი

ტრენინგი „პროექტების წერის ბანაკი“(The Proposal Writing Camp)

სურათი

გთავაზობთ ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ტრენინგს „პროექტების წერის ბანაკი“ (The Proposal Writing Camp), რომელიც ფოკუსირებული იქნება Horizon Europe ჩარჩო პროგრამის მეორე სვეტის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობაზე, თუმცა ასევე მოიცავს სხვა დაფინანსების გზებსაც, როგორიცაა მარი სკლოდოვსკა-კიურის ქმედებები (MSCA) და ევროპის ინოვაციების საბჭო (EIC).

ტრენინგის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 40 მსმენელი, რომლებსაც უკვე აქვთ კვლევითი იდეა და სურთ სამომავლოდ პროექტის განხორციელება.

მონაწილეები გაივლიან ტრენინგს მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიანი HE საპროექტო წინადადებების წერაში, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ქსელებთან.

გარდა ამისა, საპროექტო წინადადებების წერის ბანაკთან ერთად შემოთავაზებულია ექსპერტთა კონსულტაციები ინდივიდუალური მკვლევრებისა და ინოვატორებისთვის. კონსულტაციების მიზანია კონკრეტული წინადადებების მოსამზადებლად ინდივიდუალური მხარდაჭერის გაწევა.

ტრენინგი გაიმართება 2026 წლის 09-11 თებერვალ (3 დღე), თბილისში.

მონაწილეობა შეზღუდულია და მონაწილეები შეირჩევიან რეგისტრაციის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა