
10-11 მარტს გაიმართა ორდღიანი სემინარი/დისკუსია თემაზე: მაკრო და მიკროპლასტიკით დაბინძურების წყაროები მდინარე ჭოროხის დელტის ჭარბტენიან ჰაბიტატებზე (ზღვა, მდინარე, მტკნაწყლიანი ტბორები).
პირველი დღე, 10 მარტი დაეთმო საჯარო სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას მაკრო და მიკროპლასტიკით დაბინძურების გამომწვევი მიზეზების და შემცირების გზებს. სემინარში მონაწილეობდა ბათუმის მე-20, ქედის პირველი მაისის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალისა და ერგეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1, წმ. ანდრია პირველწოდებულის სასულიერო გიმნაზიისა და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები.
შეხვედრის ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინტერაქციული ლექცია თემაზე : “პლასტიკით დაბინძურების გამოწვევები და შედეგები”, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია - „როგორ შეგვიძლია შევამციროთ პლასტიკის ნარჩენები“. მოსწავლეებმა გუნდური მუშაობის საფუძველზე, ერთობლივად შეიმუშავეს ყოველდღიურ ცხოვრებაში პლასტიკით დაბინძურების შემცირების ეკო-გეგმა. მოსწავლეებს ჩაუტარეს მარტივი ექსპერიმენტები - ჰაერში მტვრის ნაწილაკების PM2,5 და PM10, ხმაურის, ტოქსიკური აირების რაოდენობის გაზომვა. დასასრულს სამუშაო შეხვედრაში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრები.
11 მარტი
მეორე დღეს გაიმართა სემინარი/დისკუსია ჰიბრიდულ რეჟიმში სტუდენტებთან, მოსახლეობასთან, მდინარე ჭოროხის მომიჯნავე სკოლების: ჭარნალის, ერგეს, პირველი მაისის საჯაროს სკოლის მასწავლებლებთან, წარმომადგენლებთან აჭარის ა.რ.უმაღლესი საბჭოდან, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიიდან, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროდან, გარემოს ეროვნული სააგენტოდან.
სემინარზე წარმოდგენილი იქნა შემდეგი პრეზენტაციები:
- ,,მიკროპლასტიკის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე და საერთაშორისო კონვენციები"-ანანა დევიძე - ფონდი “კავკასიის ეკოლოგია”
- ,,მდინარეებისა და სანაპირო ზოლების პლასტიკით დაბინძურება: გლობალური და ლოკალური გამოწვევები“ - გუგული დუმბაძე - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
- ,,ზღვისა და პლაჟის ნარჩენების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მეთოდები“ -მამუკა გვილავა - საქართველოს სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პასუხისმგებელი პირი;
- ,,ცირკულარული აზროვნება და მდგრადობის მნიშვნელობა: აიღე, გააკეთე, გამოიყენე, დააბრუნე” plasticwatcher. ge დამფუძნებელი;
შეხვედრის ბოლოს გაიმართა გამოკითხვის - ,,პლასტიკით დაბინძურების წყაროები, გამოწვევები და გადაჭრის გზების“ შედეგების განხილვა.
| უკან |



















