Interreg Next შავი ზღვის აუზის პროგრამა

პროექტის რიგით მეორე მმართველი კომიტეტის შეხვედრა ტრაბზონში

სურათი

მიმდინარე წლის 13-14 მარტს, თურქეთის ქ. ტრაბზონში, სასტუმრო პანაგიაში  გაიმართა პროექტის რიგით მეორე მმართველი კომიტეტის შეხვედრა. შეხვდრას ორგანიზება გაუწია პროექტის პარტნიორმა, ტრაბზონის  კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ქადირ სეიჰანმა.

შეხვედრის პირველი დღე პროექტის პირველი საანგარიში პერიოდში შექმნილ პრობლემებს შეეხო, რომელიც ძირითადად  შესყიდვებს შეეხებოდა.

პროექტის კოორდინატორმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროექტის მმართველი ორგანის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები შემდგომი პერიოდისათვის.

შეხვედრის მეორე დღეს, პროეტის პარტნიორი ორგანოიზეციების მენეჯერების მიერ წარმოდგენილი იქნა მეორე პერიოდის ანგარიშისათვის წარსადგენი ინფორმაციები, როგორიცაა:

,,პლასტიკით დაბინძურების წყაროები საკვლევ არეალში, მის გამოწვევები და გადაჭრის გზები

წამყვანი ორგანიზაცია ბსუ

,,მდინარე ჭოროხის  დელტის მიკროპლასტიკით დაბინძურება და პლასტიკით დაბინძურტების მონიტორინგის სქემის შემუშავება“

პროექტის პარტნიორი 2  მოლდოვა პპ 2  USPEE მოლდოვა

“ქვემო პრუტის ბიოსფერული რეზერვის აეროფოტო პლასტიკის დაბინძურების გავლენა წყლისა და ხმელეთის ეკოლოგიურ გარემოზე“

პროექტის პარტნიორი პპ3 KTU თურქეთი

,,გარემოს იტეგრირებული მონიტორინგი მდინარის პირებსა და წყლიან გარემოში  პლასტიკით დაბინძურების შესახებ“

პროექტის პარტნიორი პპ4 PP4 AUTH საბერძნეთი

,,ცენტრალური მეკედონიის სანაპირო ზონის ნატურა 2000 პლასტიკით დაბინძურების დონის შესწავლა

პროექტის პარტნიორი პპ5 DDNI

,,დუნაის დელტის ბიოსფერული რეზერვის და ქვემო დუნაის პლასტიკით დაბინძურების წყაროები და მათი მოხვედრა შავ ზღვაში“

შეხვედრას ონლაინ რეჟიმში დაესწრო გრეტნების პროგრამის პროექტის ოფიცერი, კოსმინ უნგურეანუ. უნგურეანუმ მმართველი კომიტეტის შეხვედრის მონაწილეებს ფინანსური და ნარატიული ანგარიშების წარდგენის წესების შესახებ ესაუბრა. ასევე, პროექტის განახლებული ბიუჯეტის ნოტიფიკაციის წარდგენის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა გაშუქდა თურქეთის ტრაბზონის რეგიონული ტელევიზიის მიერ.

https://www.instagram.com/reel/DHZP4Cbuy4u/?igsh=MjRrMTUxcmEwa2w0

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა