Interreg Next შავი ზღვის აუზის პროგრამა

მესამე მმართველი კომიტეტის შეხვედრა თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში

სურათი

28-31 ოქტომბერს CARE SEA პროექტის ფარგლებში, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში გაიმართა მესამე მმართველი კომიტეტის შეხვედრა. სამდღიანი ღონისძიება მოიცავდა მმართველი კომიტეტის სხდომას, საგანმანათლებლო სემინარს, ტრენინგსა და სასწავლო ვიზიტს აქსიოსის მდინარის დელტასა და თერმაიკოსის ყურეში, მდინარეებისა და ზღვების პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე.

მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა საბერძნეთიდან, საქართველოდან, თურქეთიდან, მოლდოვიდან და რუმინეთიდან განიხილეს პროექტის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები. ჩატარდა სემინარი თემაზე „მიკროპლასტიკით დაბინძურების შეფასების ინსტრუმენტები და მეთოდოლოგიები“, სადაც მონაწილეებმა მოისმინეს საინტერესო პრეზენტაციები სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებისგან და იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონის საერთო გარემოსდაცვით გამოწვევებზე.

ტრენინგის სესიებზე წარმოდგენილი იყო პრაქტიკული მაგალითები, ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტები და ცნობიერების ამაღლების ინიციატივები. ღონისძიებას 70-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა როგორც დარბაზში, ასევე ონლაინ რეჟიმში.

 სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს აქსიოსის მდინარის დელტა და თერმაიკოსის ყურე, სადაც ადგილზე გაეცნენ უნიკალური ეკოსისტემების თავისებურებებს და განიხილეს მიკროპლასტიკით დაბინძურების გავლენა ბუნებრივ გარემოზე.

 CARE SEA პროექტი ხორციელდება ევროკავშირის Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის ფარგლებში და აერთიანებს პარტნიორ უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს შავი ზღვის რეგიონიდან. პროექტის ლიდერია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო პარტნიორები არიან: თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტი, მოლდოვის პოლიტიკური და ეკონომიკური უნივერსიტეტი და რუმინეთის დუნაის დელტის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა