
Interreg NEXT შავი ზღვის აუზის გრანტის: BSB00559 CARE SEA „თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისაგან თავისუფალი და ეკოლოგიურად მდგრადი შავი ზღვისათვის“ ფარგლებში, აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს სააქტო დარბაზში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მხოლოდ მდინარე ჭოროხის დელტაზე არსებული ბუნებრივი მტკნარწყლიანი ტბორების, როგორც ზურმუხტის ქსელით დაცული ჰაბიტატის კონსერვაციასა და გონივრულ გამოყენებას, მის განსაკუთრებულ ეკოსისტემურ სერვისებს მიეძღვნა. აღინიშნა, რომ ტბორებს განსაკუთრებული გარემოსდაცვითი ღირებულება გააჩნიათ, როგორიცაა სანაპირო ზოლის დაცვა ეროზიული და აბრეზიული პროცესებისაგან.
განსაკუთრებულია მათი ის ეკოსისტემური სერვისები, როგორიცაა: ბუნებაზე დაფუძნებული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და საგანმანათლებლო ღირებულება. მნიშვნელოვანი ჰაბიტატია მიგრირებადი, მიმომფრენი და წყალმცურავი ფრინველებისათვის. საუბარი შეეხო მდინარე ჭოროხის მომიჯნავედ არსებულ ტერიტორიებზე ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მომგებიანი, ჭარბწყლიან გარემოსთან შეგუებული ე.წ.“პალუდიკულტურის“ სოფლის მეურნეობის, სოციალური პროექტების განვითარების პერსპექტივას.
გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის მთავარი შედეგის - საქართველო-თურქეთს შორის მდინარე ჭოროხის მენეჯმენტის გეგმის შემუშავების შესახებ. შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროს, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, აჭარის გარემოს დაცვისა ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ბათუმის მუნიციპლაიტეტის მერიის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტური ფილმი: პროექტის საკვლევი არეალის მდ.ჭოროხის ხეობის საქართველოს მხარის შესახებ.
| უკან |



