
2026 წლის 16–17 აპრილს, დუნაის დელტის კვლევებისა და განვითარების ეროვნულმა ინსტიტუტმა (ტულჩა, რუმინეთი) უმასპინძლა Interreg NEXT Black Sea Basin Programme გრანტის BSB00559 CARE SEA „თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისგან თავისუფალი და ეკოლოგიურად მდგრადი შავი ზღვისთვის“ მმართველი კომიტეტის რიგით მე-5 შეხვედრას (5th SCM), საგანმანათლებლო სემინარსა და ვორქშოფს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ : ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების, კვლევითი ინსტიტუტებსი, საგანმანათლებლო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორი და კერძო სექტორის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება. შეხვედრის მონაწილეებმა პრეზენტაციებში ხაზი გაუსვეს ტექნიკურ და სამეცნიერო პროგრესის ინტეგრაციის მნიშვნელობას ბიომრავალფეროვნების მდგრადი კონსერვაციის სტრატეგიებში, ასევე ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი საზოგადოების როლს შავი ზღვის გარემოს დაცვის პროცესში.
პროექტის მმართველი კომიტეტის მე-5 შეხვედრის (5th SCM) ფარგლებში, პროექტის პარტნიორი ქვეყნების საქართველოს (BSU), მოლდოვის რესპუბლიკის (USPEE), თურქეთის (KTU), საბერძნეთისა (AUTh) და რუმინეთის (DDNI) სამეცმნიერო და უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა და დასახეს სამომავლო გეგმები.
პარტნიორმა ორგანიზაციებმა: LP 1 BSU (საქართველო) პპ 3 თურქეთი) KTU და პპ5 (DDNI, რუმინეთი) და პპ2 (USPEE), მოლდოვის რესპუბლიკა) მათი საზღვრისპირა თანამშრომლობის კონტექსტში, საგანმანათლებლო სემინარზე ისაუბრეს შესაბამისად: მდ. ჭოროხის და ქვემო დუნაის რეგიონში არსებული გარემოს პლასტიკითა და მიკროპლასტიკით დაბინძურებისთან ასებული პრობლემებსა და გადჭარის გზებზე.
ღონისძიების მეორე დღეს შედგა სასწავლო ვიზიტი CARE SEA პროექტის საკვლევ არეალში: UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტ
| უკან |



















