Interreg Next შავი ზღვის აუზის პროგრამა

CARE SEA-ს პარტნიორებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში „CEMEPE“

სურათი

13-16 ივლისს, სალონიკში,  CARE SEA-ს პარტნიორებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში ,,CEMEPE“. საერთაშორისო ფორუმზე პარტნიორებმა პროექტის ერთობლივი საქმიანობა  და პრეზენტაციები წარადგინეს შემდეგ თემებზე:

იზოლდა მაჭუტაძე, პროექტის კოორდინატორი (ბსუ) - LP1 BSU - „მოქალაქეთა მეცნიერება, როგორც ეკოსისტემური სერვისების შეფასებისა და აღდგენის დაგეგმვის ინსტრუმენტი CARE SEA პროექტის საკვლევ ტერიტორიაზე -  მდინარე ჭოროხში ( საქართველო);

ქადირ სეიჰანი, პროექტის მენეჯერი, ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტი - PP3 KTU - „თურქეთის აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მდინარეების დაბინძურების წყაროები“;

ანასტასია კასულეა, არისტოტელეს უნივერსიტეტის დოქტორანტი - PP4 AUTH - „მოქალაქეთა ჩართულობა თერმაიკოსის ყურეში მიკროპლასტიკით დაბინძურების მონიტორინგში: მონაწილეობითი მეცნიერების მიდგომა“.

წარმოდგენილი პრეზენტაციები მოქალაქეთა მეცნიერების თემატიკას ეხებოდა. კვლევის შედეგები  აისახება საქართველო-თურქეთის ერთობლივ ტრანსსასაზღვრო გარემოსდაცვითი მართვის გეგმაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა