ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრი

ჩვენს შესახებ

ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წელს გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით დაარსდა. ცენტრი წარმოადგენს აკადემიურ, საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეს, რომლის მიზანია ბავშვთა უფლებების, ინკლუზიური განათლებისა და ბავშვზე ორიენტირებული მიდგომების დამკვიდრების ხელშეწყობა უნივერსიტეტსა და ფართო საზოგადოებაში.

ცენტრის საქმიანობა ეფუძნება ბავშვთა უფლებების კულტურის გაძლიერებას, ცოდნის შექმნასა და გავრცელებას, პროფესიული შესაძლებლობების განვითარებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის მხარდაჭერას. ამ მიზნით ცენტრი აერთიანებს აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, პედაგოგებს, სკოლების ადმინისტრაციებს, მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საერთო საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების გარშემო.

ცენტრი ახორციელებს ტრენინგებს, სემინარებს, სამეცნიერო კონფერენციებს, კვლევით და საინფორმაციო პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტიან გამოყენებას.

პარტნიორულ თანამშრომლობაზე, ინოვაციურ მიდგომებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული საქმიანობით ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოსა და უფლებებზე დაფუძნებული კულტურის განვითარებაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა