ბავშვის უფლებათა ცენტრი

ტრენინგ კურსი სკოლამდელი ინკლუზიური განათლების საკითხებში

სურათი

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ ფარგლებში ხელვაჩაურის რაიონისა და ქალაქ ბათუმის ბაღების გაერთიანებებთან შეთანხმების საფუძველზე შერჩეული იქნა 76 ბაღის აღმზრდელი-პედაგოგი, სპეციალური მასწავლებელი და მენეჯერი, სკოლამდელი ინკლუზიური განათლების საკითხებში ტრენინგების გასავლელად. სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა: ნატო შეროზიამ, მარინე გურგენიძემ და ნანა მამულაძემ, მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში   60 საათიანი ტრენინგ კურსი ჩაუტარეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერის თამარ საღინაძის მენტორობით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა