ბავშვის უფლებათა ცენტრი

ტრენინგი თემაზე: როგორ შევცვალოთ ძალადობრივი გარემო სკოლაში

2022 წლის 15 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბავშვის უფლებების ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „როგორ შევცვალოთ ძალადობრივი გარემო სკოლაში“, რომელსაც უძღვებოდნენ ტრენერები: ასოცირებული პროფესორი ნატო შეროზია და ასისტენტ პროფესორი დალი დობორჯგინიძე.

ტრენინგს ესწრებოდა აჭარის ა.რ. 7 სხვადასხვა სკოლის (4 საჯარო და 3 კერძო სკოლა) 30 მოსწავლე. გაიმართა დისკუსია ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმების შესახებ, ასევე დისკუსიის დროს დაისვა კითხვები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა საქართველოში; ძალადობა მოზარდებში-გამომწვევი მიზეზები, დაძლევის გზები; ბულინგი სკოლაში; ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლაში; ემოციური უსაფრთხოება; სკოლაში ძალადობის პრევენცია.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა