
2022 წლის 14 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ბავშვის უფლებების ცენტრში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია“, რომელსაც უძღვებოდა ტრენერი ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი გიორგი ქათამაძე.
ტრენინგს ესწრებოდა აჭარის 12 სხვადასხვა სკოლის (8 საჯარო და 4 კერძო სკოლა) 21 მოსწავლე. გაიმართა დისკუსია ბავშვთა უფლებების დაცვის, ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის ღონისძიებების შესახებ, ასევე ამ აქტივობებში სკოლისა და საზოგადოების როლზე. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი ჩატარდეს დებატები „ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის“ თემაზე და ასევე დაესწრონ ტრენინგებს ბავშვთა შრომითი უფლებების უფრო სიღრმისეულად გასაცნობად.
ტრენინგის ბოლოს ბავშვებმა მოამზადეს სიმბოლური დოკუმენტი „ბავშვების ხმა“, სადაც დააფიქსირეს მათი სურვილები და პოზიცია ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით.
| უკან |





