ბავშვის უფლებათა ცენტრი

კიდევ ერთი საინტერესო კონფერენცია

სურათი

2022 წლის 21 მაისს, 11.00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მხარდაჭერით ჩატარდა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია „ბავშვის უფლებები და უსაფრთხო სკოლა“. ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე ტრადიციად იქცა 21 მაისს კულტურული მრავალფეროვნების დღეს კონფერენციის ჩატარება თემაზე: ბავშვის უფლებების დაცვა, უსაფრთხო სკოლა, არა სიძულვილის ენას, არა დისკრიმინაციას, ერთიანობა მრავალფეროვნებაშია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და წმიდა ტბელ აბუსელიძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ბათუმის №1, № 3, №13 საჯარო სკოლის, კერძო სკოლების „ევრო 2000“, „იუჯი“ მოსწავლეებმა, პედაგოგებმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ლელა თურმანიძე, ბსუ-ს რექტორის მოადგილე პროფესორი თამარ სირაძე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები: უსაფრთხო სკოლა და საერთაშორისო გამოცდილება, ციფრული ტექნოლოგიების როლი ბავშვთა უფლებების დაცვაში, ბავშვთა შრომითი ექსპლოატაცია, 21 -ე საუკუნე-ახალი გამოწვევები, სკოლის აფექტური გარემოს გავლენა სწავლა/სწავლების პროცესში, მე მაქვს უფლება... შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა სტიგმატიზაცია და მისი დაძლევის გზები, სკოლის ფსიქოლოგის როლი ბავშვის უფლებების დაცვაში, ბულინგისგან თავისუფალი ზონა. გაიმართა დისკუსია. კონფერენციას ესწრებოდა ბსუ-ს ადმინისტრაციის, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის, ენების ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები. კონფერენციის მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს UNICEF Georgia -ს წარმომადგენლების მიმართ მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა