ბავშვის უფლებათა ცენტრი

ფოტო-ნახატების გამოფენა

სურათი

ფოტო-ნახატების გამოფენა „ბავშვები იცავენ თავიანთ უფლებებს“ კამპანიის „ჩვენ დავიბადეთ თანასწორნი და განსხვავებულნი“ ფარგლებში

2022 წლის 22 თებერვალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტთან შექმნილი ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრში ჩატარდა ფოტო-ნახატების გამოფენა „ბავშვები იცავენ თავიანთ უფლებებს“. გამოფენა მოეწყო გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის საგრანტო პროექტი ბავშვთა უფლებების ცენტრის ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად, კამპანიის „ჩვენ დავიბადეთ თანასწორნი და განსხვავებულნი“ ფარგლებში.

ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს შესაძლებლობების განვითარებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას ინკლუზიური და ბავშვთა უფლებების დაცვის პრინციპებზე დაფუძნებულ განათლებას.

COVID-19-ით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ფოტო-ნახატების გამოფენა ჩატარდა ონლაინ. მაგრამ ხელოვნების ენით გამოხატულ იდეებს მაინც სხვა ძალა აქვს, მონაწილეებმა თავიანთი ნამუშევრებით მოახერხეს თანასწორობის, კულტურათა მრავალ­ფეროვნების, ჰუმანიზმის, ბავშვთა უფლებების დაცვის და თავისუფლების იდეების მხარდაჭერა. გამოფენას დაესწრო: აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი, 26-ე სკოლის დირექტორი თამარ გოგიშვილი, აჭარის, გურიის, თბილისის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, ბსუ-ს ადმინისტრაცია, პრესასთან ურთიერთობის სამსახური, რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში პროფ. თამარ სირაძე, ბსუ-ს საფინანსო განყოფილების უფროსი ეკა შაინიძე, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი და აკადემიური პერსონალი, ბსუ-სა და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პედაგოგი პროფ. ქეთევან ვაჩეიშვილი, ბავშვების სპეციალური მასწავლებელი/საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი მერი ჩიმაკაძე, 26-ე სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის და მხედველობის დარღვევის მქონე სწავლების საკვირაო კლუბის ხელოვნების მასწავლებელი თამუნა ჩიმაკაძე, პედაგოგები: მანანა მაჩალაძე, დონარი კაკაბაძე,  ფსიქოლოგი ციალა ტუღუში, მუსიკის პედაგოგი და სხვა. ეს ის გუნდია, რომელიც აქტიურად არის ჩართული ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაში და აგრძელებს წინა პროექტების ფარგლებში მიღებული გამოცდილების გაგრძელებას და გავრცელებას (ევროპის საბჭოს, ანტი-დისკრიმინაციული დეპარტამენტის პროექტი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში კამპანიის „მე ვირჩევ თანსწორობას“ ფარგლებში).

გამოფენაში მონაწილეობა მიიღო: ბათუმის 26-ე სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის და №3 საჯარო სკოლასთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, თბილისის რობერტ შუმანის ევროპული სასწავლებლის მე-10 კლასის მოსწავლემ რუსუდან ქაჯაიამ ნახატით „სიცოცხლეს გევედრები“. ის მიესალმა გამოფენის მონაწილეებს და გამოსვლაში თანაგრძნობა გამოუცხადა სირიელ ბავშვებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიგვზიანის საჯარო სკოლის მეოთხე-მეცხრე კლასის მოსწავლეებმა: საბა გიორგაძემ „ჩვენ გვაქვს უფლებები“, ნიკოლოზ ჭანტურიამ „დაიცავით ბავშვთა უფლებები“, ლუკა მოგელაძემ „ ბავშვთა დაცვის დღე“, დაჩი დარჩიამ „ჩემი უფლებები“, დავით სამსიანმა „არა ნაადრევ ქორწინებას“, ანა სალუქვაძემ ნახატით ბავშვთა უფლებებზე. ანამ ისაუბრა თავიანთი ნახატების შესახებ (პედაგოგი ბსუ-ს მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურსდამთავრებული მიხეილ სურგულაძე).

სკოლის მოსწავლეებმა გამოფენაზე წარმოადგინეს არა მარტო ნახატები თანასწორობაზე, მეგობრობაზე, ერთიანობაზე და მრავალფეროვნებაზე, არამედ გამოფენის მონაწილეებს მიესალმენ სიმღერით, ლექსით. გამოფენაში მოსწავლეები ჩაერთო კერამიკის საამქროდან, ვნახეთ როგორ ქმნიან ისინი თავიანთ ნაკეთობებს, როგორ ხატავენ და როგორ ნათელ ფერებში ხედავენ სამყაროს.

შშმ და უსინათლო ბავშვებისათვის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის არქიტექტურის სპეციალობის მე-4 კურსელებმა: ნიკოლოზ ზარქუამ, ომარ ტუნაძემ, ანა ლოლუამ გამოფენაზე წარმოადგინა მათ მიერ მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვებისათვის შექმნილი ტაქტილური აღქმის რესურსები. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების: თორნიკე თურმანიძის, მარიამ საგინაძის, თამთა ფოთელიძის, ბორის რუსეიშვილის, დავით ტაკიძის, მარიამ წივილაძის, მარიამ ღოღობერიძის მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ეხმიანება ჩვენი ფოტო-ნახატების გამოფენის დევიზს „ჩვენ ვართ თანასწორნი და განსხვავებულები“. მათ ნახატებში ნათლად ჩანს ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობა, სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის, მედია კომუნიკაციისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტი-არა ძალადობას, არა სიძულვილს. (პედაგოგი პროფესორი ქეთევან ვაჩეიაშვილი).

ყველა მონაწილემ ისაუბრა თავიანთი ნამუშევრების შესახებ, როგორ შექმნეს ნახატები. გამოფენის მონაწილეებს მიესალმა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი, ბსუ-ს რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში პროფ. თამარ სირაძე, ბსუ-ს საფინანსო განყოფილების უფროსი ეკა შაინიძე, 26-ე სკოლის დირექტორი, პედაგოგები, პროფ. ქეთევან ვაჩეიშვილი.

მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა მონაწილის მიმართ, ვინც გამოხატა სურვილი და ინტერესი, მონაწილეობა მიეღო და წარმოეჩინა მისი დამოკიდებულება ბავშვთა უფლებების დაცვის, დისკრიმინაციის და არატოლერანტული დამოკიდებულების შესახებ, ვინც აქტიურად იყო ჩართული ფოტო-ნახატების გამოფენის ორგანიზებაში.

დიდი მადლობა UNICEF Georgia-ს, ბატონ ღასან ხალილს, ქალბატონ ნათია ჯოხაძეს, ბსუ-ს ადმინისტრაციას მუდმივი მხარდაჭერისა და მოტივაციისთვის. ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერებს: ქეთი ბერიძეს, ასლან ჭანიძეს, დარეჯან გელაძეს, გრიგოლ კახიანს, მადონა მიქელაძეს, ნატო შეროზიას, მარინე გურგენიძეს, ნანი მამულაძეს, რეზო ოკუჯავას, მაია ქათამაძეს, მოწვეულ ექსპერტებს: მაია ცირამუას, ანა აბაშიძეს, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებს: მელანო ანანიძეს, თეონა ქარცივაძეს, ბსუ-ს ბავშვის უფლებების ცენტრის შესანიშნავ გუნდს: ნატო შეროზიას, მიხეილ დონაძეს, ქეთი თადუმაძეს, დალი დობორჯგინიძეს, მაია ბოლქვაძეს, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორს ქეთევან ვაჩეიშვილს.

ბსუ-ს ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრის კოორდინატორი ლელა თავდგირიძე

ღონისძიების ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://www.youtube.com/watch?v=tuAUVX4pHEg

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა