
2022 წლის 22 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მხარდაჭერით ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე: "ბავშვის უფლებები და უსაფრთხო სკოლა”, რომელსაც უძღვებოდა ტრენერი: კლინიკური ფსიქოლოგი მაია ცირამუა.
ტრენინგს ესწრებოდა აჭარის ა.რ. 8 სხვადასხვა სკოლის (5 საჯარო და 3 კერძო სკოლა) 20 მოსწავლე, ბსუ-ს სტუდენტები და მაგისტრი. გაიმართა დისკუსია ბავშვის უფლებების და უსაფრთხო სკოლის შესახებ, ასევე დისკუსიის დროს დაისვა კითხვები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: თანასწორობა და ბავშვთა უფლებები; სასწავლო გარემოს ელემენტები; რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოება? როგორი უნდა იყოს უსაფრთხო სკოლა?; რატომ ჩაგრავენ ბავშვები ერთმანეთს და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს მსხვერპლი?; რა კეთდება იმისათვის, რომ მოსწავლეებმა სკოლაში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ?; რა გამოწვევები აქვთ სკოლებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და როგორ უმკლავდებიან მათ?; რა არის ფსიქოლოგიური კეთილდღეობა?; რატომ ჰყოფს ჩვენი ტვინი სამყაროს, როგორც „ჩვენ“ და „ისინი“?; რა არის და როგორ მუშაობს - სტერეოტიპი?; რა როლს თამაშობს პიროვნული ფაქტორები? ბულინგი საქართველოში; ბულინგის პრევენციის საუკეთესო გზა და სხვ. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცა სერტიფიკატები.
| უკან |







