
2022 წელს ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF -ის საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა „კვლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიანი სერვისებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის შესახებ“, რომლის მიზანია 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კვლევა ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების დასადგენად. კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას და სერვისების განვითარებას, რათა უკეთ დაეხმაროს ახალგაზრდებს ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრების წარმართვაში როგორც საკუთარ სახლებში, ასევე თემებში.კვლევა განხორცილედა საქართველოს 9 უმაღლეს სასწავლებელში.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეირჩა 800 რესპოდენტი/სტუდენტი საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამიდან. კვლევაში ჩართული იყო: ლელა თავდგირიძე-ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი, ნატო შეროზია-ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოც.პროფესორი, უფროსი მკვლევარი; გიორგი ქათამაძე - ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტ. პროფესორი, მკვლევარის ასისტენტი, ტრენერი; ქეთევან თადუმაძე - პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სპეციალისტი, ტრენინგების, ონლაინ და პირისპირ შეხვედრების ორგანიზიებაზე პასუხისმგებელი პირი და მაია ბოლქვაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი, კვლევის სტატიკური ანალიზის ინგლისურ ენაზე მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი
მონაცემთა შეგროვების, ტრანსკრიპტების მომზადებისა და მონაცემთა დამუშავებისათვის კვლევაში აქტიურად ჩაერთო ბსუ-ს სტუდენტები: მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები თეონა ქარცივაძე და მელანო ანანიძე, სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი ხატია ლეონიძე,
გამოკითხულ იქნა დაახლოებით 827 სტუდენტი ბაკალავრის და მაგისტრატურის სხვადასხვა სპეციალობიდან. მონაცემები კვლევის პარალელურად შეგვქონდა შესაბამისს ბმულზე. კვლევის ჩატარება საინტესო და შრომატევადი საქმიანობა აღმოჩნდა. კვლევის პროცესში და მონაცემების შეტანაში აქტიურად ჩაერთო მკლევარები, სტუდენტები და კერძო სკოლა „ევრო-2000“ მე-9 კლასის მოსწავლე ნიკო ქათამაძე. სტუდენტებმა დიდი დახმარება გაგვიწიეს როგორც ანკეტების შევსებაში, ფოკუს-ჯგუფების მოზიდვაში, ასევე ამ მონაცემების შეტანაში.
29 დეკემბერს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს კვლევაში ჩართულ სტუდენტ-ახალგაზრდებს და მკლევარებს პროექტის კოორდინატორმა ლელა თავდგირიძემ და უფროსმა მკლევარმა ნატო შეროზიამ.
| უკან |





