
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორცილებს პროექტს „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“.
პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის სამმა აკადემიურმა პირმა (პროფესორი ლელა თავდგირიძე, ასოცირებული პროფესორი ქეთევან შოთაძე და პროფესორი ლელა თურმანიძე) ინკლუზიური განათლების, წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების მიმართულების გაიარა ტრენინგები მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებულ სატრენინგო მოდულებში: სწავლების უნივერსალურ დიზაინი, კურიკულუმის ადაპტაცია მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი (ადაპტირებული კურიკულუმი), კურიკულუმის დანერგვის სტრატეგიები, უსაფრთხო სკოლა-ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის როლი, პოზიტიური მშობლობა და CK12 .
შემდგომ ეტაპზე იგეგმება ბსუ-ს აკადემიური პირების მიერ აჭარის რეგიონის მასწავლებლებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება.
| უკან |


