2022 წელს ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF -ის საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა „კვლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიანი სერვისებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის შესახებ“, რომლის მიზანი იყო 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კვლევა ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების დასადგენად. კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას და სერვისების განვითარებას, რათა უკეთ დაეხმაროს ახალგაზრდებს ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრების წარმართვაში როგორც საკუთარ სახლებში, ასევე თემებში.კვლევა განხორცილედა საქართველოს 9 უმაღლეს სასწავლებელში.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეირჩა 800 რესპოდენტი/სტუდენტი საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამიდან, ასევე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
გამოკითხულ იქნა დაახლოებით 827 სტუდენტი ბაკალავრის და მაგისტრატურის სხვადასხვა სპეციალობიდან. კვლევის ჩატარება საინტესო და შრომატევადი საქმიანობა აღმოჩნდა. კვლევის პროცესში და მონაცემების შეტანაში აქტიურად ჩაერთო მკლევრები და სტუდენტები. 2023 წლის 10 აპრილს, გაეროს ბავშვთა ფონდმა კვლევის შედეგები საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხების კომიტეტის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე წარადგინა.
| უკან |
