უნივერსიტეტმა ჟურნალისტიკის რესურსცენტრისა და რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) და ცესკოს სწავლების ცენტრის ერთობლივი პროექტის „გაიზიარე ქალთა მონაწილეობა არჩევნებში“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. პროექტის ორგანიზატორები რეგიონული უნივერსიტეტების კოორდინატორებთან და სტუდენტებთან ერთად, ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები გააცნეს. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი და ,ცესკოს სწავლების ცენტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებთან ერთად, მორიგ პროექტს „სტუდენტები არჩევნებისთვის“ იწყებს. პროექტის მიზანია ქალთა ჩართულობის ზრდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პროცესში, ახალგაზრდა ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონისა და სოციალური კამპანიის - „გაიზიარე ქალთა მონაწილეობა არჩევნებში” წარმოება.




