ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

შოთა რუსთაველის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

სურათი

შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ორგანიზებულ სესიაზე პროფესორ-მასწავლებლებმა მოხსენებები წარმოადგინეს ქართული ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიაზე. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ტენდენციები რუსთაველის ეპოქაში, ირაკლი აბაშიძის „რუსთაველის ნაკვალევზე“ და პალესტინური ციკლის ლექსები, სახარებისეული მოტივები „ვეფხისტყაოსანში“, ლექსიკური დიალექტიზმები „ვეფხისტყაოსანში“, გავლენის შიშის თეორია და „ვეფხისტყაოსანი“ და „ვეფხისტყაოსანი“ მითოლოგიური კრიტიკის თვალთახედვით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა