სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახური

სტუდენტთა სოციალური პროგრამები

 სოციალური პროგრამის „სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“ განხორციელების წესი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის  11 თებერვლის №2 გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიწყო  2014-2015 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში სპეციალური სასწავლო სოციალური პროგრამის „სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“   განხორციელება.

პროგრამის მიხედვით შეღავათები მიენიჭება:

ა) სტუდენტს, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000 – ზე და რომელსაც 2014-20145 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული აქვს  შეფასება ძალიან კარგი (81 და მეტი ქულა);

ბ) სტუდენტს, რომელიც არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასება საშუალო არით­მეტიკულით ტოლი ან მეტია  81 ქულის;

გ) სტუდენტს, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებულის შვილი ან  რომელიც არის  საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილი და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული   შეფასება საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია  71 ქულის;

დ)  სტუდენტს, რომელიც არის ობოლი (დედით ან მამით) და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული აქვს  შეფასება ძალიან კარგი (81 და მეტი ქულა);

ე)  სტუდენტს, რომელიც არის იძულებით გადაადგილებული (დევნილის) სტატუსის მქონე და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული აქვს  შეფასება ძალიან კარგი (81 და მეტი ქულა);

ვ) სტუდენტს, რომელიც  არის მრავალშვილიანი ოჯახის (სამი შვილი)  წევრი და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული აქვს  შეფასება ფრიადი (91 და მეტი ქულა);

ზ) სტუდენტს, რომელიც  არის მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი ან ხუთი შვილი)  წევრი და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული აქვს  შეფასება ძალიან კარგი (81 და მეტი ქულა);

თ) სტუდენტს, რომელიც  არის მრავალშვილიანი ოჯახის (ექვსი და მეტი შვილი)  წევრი და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით:

  • ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასება საშუალო არით­მეტიკულით ტოლი ან მეტია  65 ქულის;
  • ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასება ტოლი ან მეტია  61 ქულის;
  • ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასება საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია  71 ქულის;
  • ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასება საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია  81 ქულის;

ი) სტუდენტი, რომელიც მიეკუთვნება შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყების მიერ დადგენილი ეკომიგრანტის (სტიქიით დაზარალებული) ოჯახს, რომლის სახლის დაზიანება შეფასებულია პირველ ან მეორე კატეგორიით და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული   შეფასება საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია 71  ქულის;

კ)  სტუდენტი, რომელიც არის მარტოხელა დედა, რომელიც დასტურდება შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული ცნობით და 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული  შეფასება ტოლი ან მეტია 61 ქულის;

ლ) სტუდენტს, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილი  კატეგორიებიდან გააჩნია ორი ან მეტი სოციალური კატეგორია და  2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული   შეფასება საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია 71  ქულის;

მ) სტუდენტს, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილი  კატეგორიებიდან გააჩნია ერთი სოციალური კატეგორია და 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით  ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასება საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია  81 ქულის;

ნ) სტუდენტს, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილი  კატეგორიებიდან გააჩნია ერთი სოციალური კატეგორია და  2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული   შეფასება ტოლი ან მეტია 71  ქულის;

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა ბსუ-ს კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ:

ა)  განცხადება (დანართი 2);

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა (პასპორტის) და დაბადების მოწმობის ასლი;

გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ (ცნობა გაიცემა მხოლოდ სტუდენტის სტატუსში მყოფ პირებზე);

დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი (სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000 –ზე);

ე) მკვეთრად /მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;

ვ) სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული მოწმობის ასლი, რითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის შვილი ან ცნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროდან მშობლის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ(ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან  სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული მოწმობის ასლი, რითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილი;

 ზ) მშობელის გარდაცვალების მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);

თ) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტისა და მისი და – ძმების დაბადების მოწმობის ასლები;

ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს მიერ გაცემული იძულებით  გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

კ)  შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული ცნობა, ეკომიგრანტის (სტიქიით დაზარალებული) სახლის დაზიანების პირველი ან მეორე კატეგორიის შესახებ .

ლ) შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის მარტოხელა დედობის დადასტურების შესახებ.

საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 13 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით.

გადაწყვეტილება №02

 

  განცხადება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა