სტუდენტთა კარიერული განვითარების, სპორტისა და კულტურის სამსახური

სამსახურის დებულება

საჯარო სამართლის იურიდიული პირი -

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.   წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) დამხმარე სტრუქტურული ერთეულის - სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის  სამსახურის (შემდგომში  - სამსახური) ფუნქციებსა და საქმიანობის წესს.

2.    სამსახური  საქმიანობას  წარმართავს  საქართველოს      საკანონმდებლო  აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა აქტებით.

3.   სამსახური   კომპეტენციის   ფარგლებში   ანგარიშვალდებულია   უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა და ფუნქციები

1.   სტუდენტთა  კარიერული  განვითარების,  კულტურისა  და  სპორტის  სამსახური

წარმოადგენს    უნივერსიტეტის    ადმინისტრაციის    დამხმარე    სტრუქტურულ ერთეულს, რომლის შემადგენლობაში შედის ქვესტრუქტურული ერთეულები:

ა) სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის განყოფილება;

ბ) კულტურისა და სპორტის განყოფილება.

2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტის სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, ასევე სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურება;

ბ) საუნივერსიტეტო აქტივობების განხორციელებისათვის სტუდენტთა მხარდაჭერა, ამ მიზნით სხვადასხვა სოციალური პროექტების მომზადება და განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

გ) უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული საქმიანობის პოპულარიზაცია, ორგანიზება და განხორციელებისათვის ხელშეწყობა (საუნივერსიტეტო ინტელექტუალური/სამეცნიერო/შემეცნებითი ხასიათის    და საქველმოქმედო სახის შემოქმედებითი სტუდენტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) საუნივერსიტეტო სპორტული გუნდების, მუსიკალური ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების შექმნის შესახებ სტუდენტთა ინიციატივების წარმოდგენა, მათი რეალიზაციისათვის ხელშეწყობა და საქმიანობის კოორდინაცია;

ე) საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება, სპორტის პოპულარიზაცია, სპორტული

ღონისძიებების/უნივერსიადების ორგანიზება, ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა, უნივერსიტეტის სახელით რეგიონალურ და რესპუბლიკურ უნივერსიადებში და სტუდენტურ დღეებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა;

ვ) უნივერსიტეტის სტუდენტების ჰარმონიული განვითარებისა და სახელოვნებო სივრცეში მათი მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება და უნივერსიტეტის სტუდენტების შემოქმედებით საქმიანობაში ჩაბმაზე ზრუნვა, მათი ნიჭისა და სურვილის შესაბამისად;

ზ) საგანმანთლებლო სფეროში მიმდინარე სხვადასხვა კონკურსების, პროექტების და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გაცნობა;

თ) სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ- ჩვევების განვითარებაში, მათი ინფორმირება შრომის ბაზრის დინამიკასა და პერსპექტივებზე, სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა მათი სასწავლო პროცესთან დაახლოებისა და სამომავლოდ, საგანმანთლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად;

ი) სტუდენტების დახმარება საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში და დამსაქმებლებთან ურთიერთობაში;

კ)      შრომის   ბაზრისა   და   დასაქმების   საკითხებზე   მომუშავე   ორგანიზაციებთან

(სახელმწიფო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან) თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;

ლ)  შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  სტუდენტების  მხარდაჭერა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში    მათი ინტეგრირების მიზნით და შესაბამისი წინადადებების უნივერსიტეტის ადმინისტრაციისათვის წარდგენა;

მ)  საქართველოს  კანონმდებლობით  და  უნივერსიტეტის  აქტებით  განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

მუხლი 3. სამსახურის პერსონალი

1.   სამსახურის პერსონალს შეადგენს ამ სამსახურის უფროსი, განყოფილების უფროსები, მთავარი სპეციალისტები და სპეციალისტები.

2.   სამსახურის პერსონალს ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მათ შორის სამსახურის უფროსს და განყოფილების უფროსებს - რექტორთან შეთანხმებით.

3.   სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას;

ბ) პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობის  სწორად წარმართვაზე, ვალდებულია რაციონალურად გაანაწილოს შესასრულებელი სამუშაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის    ბრძანებით    დამტკიცებული    სამუშაოთა    აღწერილობისა    და

უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად და გააკონტროლოს შესრულებული სამუშაოს ხარისხი;

გ) სამსახურის  კომპეტენციის ფარგლებში  ამზადებს  წინადადებებს და  წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და რექტორს;

დ) მოქმედებს სამსახურის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში, განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;

ე)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზით ადასტურებს ან ითანხმებს სამსახურის

ან უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და კორესპონდენციის პროექტებს;

ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც

აუცილებელია სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ზ) პერიოდულად ისმენს სამსახურის პერსონალის ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო ერთეულების,     ფუნქციების, პერსონალის მიმართ წახალისების ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე;

ი) წარადგენს საქმიანობის ანგარიშს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით;

კ)     ახორციელებს  წინამდებარე  დებულებით,  უნივერსიტეტის     სამართლებრივი

აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს,  სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში.

3. სამსახურის        პერსონალის        (უნივერსიტეტის        საშტატო        განრიგით გათვალისწინებული) სამუშაოთა აღწერილობა განისაზღვრება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, სამსახურის ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული საშტატო ერთეულების დასახელების ან მათი რაოდენობის ცვლილება არ გამოიწვევს ამ დებულებაში ცვლილების შეტანას.

მუხლი 4. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა