სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

უკრაინელი ფსიქოთერაპევტის კინოთერაპია და კონოტრენინგი სტუდენტებს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ქეთევან ბერიძის ინიციატივით ქ. ნიკოლაევის ნაციონალური  ვ. სუხომლინსკის სახელობის უნივერსიტეტის  ფსიქოლოგმა, ფსიქოთერაპევტმა ოქსანა პილიჩუკ-ფარტენაძე,   ტრენინგი გამართა თემაზე: „კინოთერაპია და კინოტრენინგი, როგორც ფსიქოლოგის სამუშაო ინსტრუმენტი“. ტრენინგს „კლინიკური ფსიქოლოგიის“ მაგისტრანტები და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა ანალიზი გაუკეთეს და ფსიქოლოგიურად განიხილეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები. აღნიშნული ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია, როგორც ბავშვებთან, ასევე, მოზარდებთან და ზრდასრულ ადამიანებთან.

სამომავლოდ იგეგმება ფსიქოლოგიური წრის შექმნა, სადაც სტუდენტები მოაწყობენ კინოჩვენებებსა და განხილვებს.  შეხვედრების ჩატარებას და ორგანიზებას განახორციელებს უნივერსიტეტში არსებული ფსიქოლოგიური სამსახური.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა