სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

სურათი

,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - ამ სლოგანით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა   დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სტუდენტებმა უნივერსიტეტის ეზოში ფოტოსესია მოაწყვეს, სოლიდარობის მიზნით ფერადი წინდებით ქრომოსომა განასახიერეს და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული 20-მდე ახალგაზრდა სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით სადღესასწაულო ცენტრ ,,ტოპო-ტიპში“ გასართობად წაიყვანეს. ღონისძიება საზოგადოების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებასა და მხარდაჭერის მოპოვებას ითვალისწინებდა. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2006 წლიდან აღინიშნება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა