საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომემ სიმონ ნოზაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე: საქართველოს ორი დამოუკიდებლობა ერთ საუკუნეში, ქვეყნის პერსპექტივები და გამოწვევები ახალ საუკუნეში“. პარლამენტარმა საუბრისას ისეთ მნიშვნელოვან საკითხები განიხილა, როგორიცაა: საქართველო და საერთაშორისო გარემო, ქვეყნის ისტორიული კავშირი ევროპასთან, ექსტრემიზმი, რადიკალიზმი და ტერორიზმი მსოფლიოში და საფრთხეები საქართველოსთვის.
საჯარო ლექცია მიზნად ისახავდა სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, სტუდენტური ინიციატივების წახალისებას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცების საკითხებში.
უკან |