2016 წლის 31 მარტს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის #3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფსიქოლოგმა, სუიციდის პრევენციის ადგილობრივმა კოორდინატორმა და მულტი დისციპლინარული გუნდის ფალსილიტატორმა ზურაბ ქარჩავამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ,,სუიციდის პრევენცია პენიტენციურ სისტემაში“.
ლექციის თემა შეიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სუიციდის პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, სამედიცინო პერსონალის, ფსიქოლოგების, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლების და სოციალური მუშაკების ცნობიერების და კომპეტენციის ამაღლება. სუიციდის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იდენტიფიცირება; ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის მულტი დისციპლინარული დახმარების საჭიროების განსაზღვრა; პენიტენციურ დაწესებულებებში სუიციდისაკენ მიდრეკილ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა გამოვლენა; სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.
საჯარო ლექციაზე განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო სტუდენტთა აქტიურობა, კითხვა-პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
სამომავლოდ, სტუდენტთა თხოვნით დაიგეგმა საჯარო ლექციების ციკლი, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.
უკან |