„საერთაშორისო უსაფრთხოება და ბირთვული გაუვრცელებლობა: თეორიები, დისკურსიები და მიმდინარე პროცესები“
11 სექტემბერი 2018 წელი
„საერთაშორისო უსაფრთხოება და ბირთვული გაუვრცელებლობა: თეორიები, დისკურსიები და მიმდინარე პროცესები“
12 სექტემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აუდიტორია 328) საზაფხულო უნივერსიტეტი გაიხსნება თემაზე: „საერთაშორისო უსაფრთხოება და ბირთვული გაუვრცელებლობა: თეორიები, დისკურსიები და მიმდინარე პროცესები“. სწავლება მიზნად ისახავს პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგნლების კომპეტენციის ამაღლებას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის განხორციელების მექანიზმების საკითხებში. საზაფხულო უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს რეგიონში სფეროს სპეციალისტების ქსელის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
სრულად